<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

“ვერ ეღირსებით! ყველა შურიანის ჯინაზე, არამცთუ არ დავბერდე, გადავწყვიტე, საერთოდ არც მოვკვდე…” – ნინო ნადირაძე-კუზანოვას სკანდალური მიმართვა



ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა მისი გარეგნობის გარშემო კიდევ ერთხელ ატეხილ აჟიოტაჟს ფეისბუქზე გამოეხმაურა, საკუთარი უახლოესი წინაპრებისა და ოჯახის წევრების ფოტოებიც გამოაქვეყნა და მიმართვაც დაურთო თან, “შეშფოთებულთათვის”:
“მოკლედ, მინდა დავაწყნარო ჩემი საცურაოკოსტუმიანი სტატიით შეშფოთებული მდედრები და მამრები, დედაჩემიც, დეიდაჩემიც, მამაჩემიც, ბაბუაჩემიც და ბაბუაჩემს რომ ვყავარ ხელში ტუჩებდაბუშტული მე, ჩემი და და მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს და ქორწილშიც უკვე აწყობილი ვიყავი!

(ფოტოებში დაცულია ჩამოთვლილთა რიგითობა) ივარჯიშეთ მამა დღეში ორჯერ ჩემსავით, იშრომეთ, მოუარეთ თავს, ნუ იცხოვრებთ სხვისი ცხოვრებით და არ მოკვდებით დროზე ადრე, ვააა! არაფერი რომ არ მაქვს დაჭიმული, ჩემი ყველა სტილისტი დაადასტურებს, ნაწიბურების არქონის გამო, ყველა იპერაციის შემდეგ რჩება ეგ შრამები… თან ამდენ ოპერაციებს კიდევ როდის უნდა ვასწრებდე, ყოველდღე სამსახურში დავდივარ და შვებულებით 10 წელია არ მისარგებლია! კულტურის მინისტრის არ იყოს, ნუ შ…-ით ვააა!
P.S. ყველა შურიანის ჯინაზე, არამცთუ არ დავბერდე, გადავწყვიტე, საერთოდ არც გარდავიცვალო…”
ნინოს მშობლები
ნინოსა და გუგას ქორწილი
“და ბოლოს, რამდენსაც მინდა, იმდენ ფოტოს დავდებ საცურაო კოსტიუმში! მე გადაგიხდით ფულს, და როგორ აგაწყობენ და შეიძლება თუ არა აწყობა, დავინახავ და დაიდოს ყველა პლასტიკური ქირურგის ცოლების და ქალი სანათესაოს ფოტოები, თუ
ასე მარტივია აწყობა და გადაწყობა”.
скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა

ტოპ სიახლეები