ანუკი არეშიძის და კახა კალაძის შვილებს აიფონები და სოციალურ ქსელში ექაუნთები არ აქვთ



დიზაინერი ანუკი არეშიძე აცხადებს, რომ ის ძალიან მკაცრი დედაა. მის შვილებს მისი შიშიც აქვთ და რიდიც. რაც შეეხება მის მეუღლეს, კახა კალაძისთვის მნიშვნელოვანია, რომ შვილები ჯანმრთელები და კარგი ადამიანები გაიზარდონ. ანუკი არეშიძემ თავისი ოჯახის შესახებ გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა. 
„მე ვარ დედა, რომლის შვილებსაც არ აქვთ არც აიფონები და არც სხვა ძვირადღირებული ტელეფონები. არ სარგებლობენ ინტერნეტით, შესაბამისად, არც სოციალური ქსელებით… ამას არ აპროტესტებენ, პირიქით… ადრე, 8 საათზე ბავშვებს უკვე ვაწვენ და ვაძინებ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მინიმუმ 11 საათიანი ციკლი მაინც შეასრულონ, 12 არის იდეალური“, - აცხადებს ანუკი არეშიძე.скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა

ტოპ სიახლეები