"მინდა, მოგიყვეთ ირანული რესტორნის მეპატრონეებზე, რომლებიც..." - ნახეთ, რას წერს მარიშკა ჯავახაძე ირანული რესტორნებზე




სოციალურ ქსელში მსახიობი მარიშკა ჯავახაძე ირანული რესტორნის მეპატრონეებზე ემოციურ პოსტს წერს.

"მინდა, ირანული რესტორნის შეახებ მოგიყვეთ, რომელიც ჩემს სახლთან, რუსთაველის 40 ში მდებარეობს. დღეს გამოვედი სახლიდან და ჩემი მიკედლებული ალფა ვერსად ვნახე, აღმოჩნდა, რომ ამ რესტორნის მეპატრონეს და მენეჯერს დასაბანად და შესაკრეჭად წაუყვანიათ. დათბა გარეთ და დიდ ბეწვში ცოდოა, დასცხებაო. მთელი რუსთაველის ძაღლებს ესენი პატრონობენ, წვიმაში იფარებენ, სიცხეში წყალს ასმევენ და მუდამ ზრუნავენ მათ კვებაზე.

უბრალოდ, მინდოდა, მადლობა გადამეხადა მათთვის

პ.ს დაბანილი და დავარცხნილი ალფას ფოტოსაც აუცილებლად განახებთ" - წერს ჯავახაძე.скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა

ტოპ სიახლეები