"ვუყიდე და ძალიან გახარებულია..." - ნახეთ, რა აჩუქა ზურა ხაჩიძემ 12 წლის ქალიშვილს


მომღერალ ზურა ხაჩიძის 12 წლის ქალიშვილი, ანასტასია ხაჩიძე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში გადასასვლელად ემზადება. მათემატიკის ნიჭი ინდივიდუალურად დაჰყვა, არავის გავს. „მე და დედამისი მათემატიკის ნიჭით არ ვანგრევთ. გაკვეთილზე მალე ამთავრებდა საკონტროლოს თუ მაგალითების გამოყვანას და მერე ლაპარაკს უნდებოდა. მეხუთე კლასშია და თუ გამოცდებს ჩააბარებს, მეექვსე კლასიდან უკვე კომაროვში ისწავლის. ახლა ამისთვის ემზადება“ – „პრაიმტაიმს“ ეუბნება ზურა. 

პარალელურად ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში დადის, დოდო დიასამიძესთან ვოკალში ემზადება. სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია. 

ზურა ხაჩიძე: - რომ ვთხოვთ, იმღერეო, არ მღერის. ძალიან ნიჭიერია, საოპერო მიმართულებით ეუფლება ვოკალს, მაგრამ კლასიკური განხა რამხელა მუშაობას მოითხოვს, მოგეხსენებათ. 

- გემეგობრება?
- უახლოესი მეგობრები ვართ. ზურათი მომმართავს, იშვიათად მეძახის მამას.

- ბოლოს რა თხოვნა შეუსრულე?
- პერსონალური კომპიუტერი უნდოდა და ვუყიდე. ძალიან გახარებულია.

- ან პირსინგის ან ტატუს გაკეთებაზე ხომ არ „გკერავს“?
- არა. ჯერ კითხვას დასვამს, თუ არის სურვილის შესრულების საშუალება და იმის მიხედვით ითხოვს. ისე ტექნიკურად გვთხოვს, მეც, ხათუნასაც და ნინისაც ყველაფერს გვასრულებინებს. არას თუ მიიღებს, დასაბუთებას ითხოვს, რატომ ვეუბნებით უარს. 

- მახსოვს, 3 წლიდან რუსულად ლაპარაკობს. რა ენები დაამატა?
- რუსულს დაამატა ინგლისური და მეგრული. მეგრული ძიძამ ასწავლა. ფრანგულიც იცოდა, ფრანგულ სკოლაში დადიოდა, მაგრამ მგონი, დაავიწყდა. 
скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა

ტოპ სიახლეები