<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

იღბლიანი ბავშვი - სპაიდერმენის დაუჯერებელი ამბის ქრონოლოგია (ფოტო და ვიდეო ამბავი)



რამდენიმე დღის წინ სპაიდერმენის ფორმაში გამოწყობილი 4 წლის ბიჭი მე-8 სართულიდან გადახტა, ის ამჟამად რეაბილიტაციას სახლში გადის. 

პრაიმტაიმი ამ ამბის შესახებ, 2 დღის წინ ექსკლუზიურად წერდა.

„პრაიმტაიმი“ სპაიდერმენი - ბავშვის ისტორიას ფოტო და ვიდეო ამბად მოგიყვებათ.





გლდანის მე-7 მიკრორაიონი, მე-11 კორპუსი, მე-8 სართული. სპაიდერმენის ფორმაში გამოწყობილმა ბავშვმა გააღო ჩაკეტილი აივნის კარი და სწორედ ამ აივნიდან გადმოხტა. დაახლოებით 27 მეტრის სიმაღლიდან ვარდნით მოზარდი ჯერ ქვედა სართულებზე დამაგრებულ სარეცხის თოკებს დაეცა, რამაც ვარდნის სიმძლავრე შეამცირა. 


სარეცხის თოკიდან ბავშვი ეზოში მდგარ რკინის ტალავერს დაეცა. დაცემის ადგილი ახლაც ადვილი შესამჩნევია, ტალავერი ერთ ადგილას ჩაზნექილია.

დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლის ტალავერიდან ბავშვი მიწაზე ამ ადგილას დაეცა.

ადგილზე მოსულ სასწრაფოს, ბავშმა საკუთარი ვინაობა თავად აცნობა. 

პატარა „სპაიდერმენი“ სასწაულებრივად გადარჩა

скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა