<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

“2 დიდი მეგაპროექტი მოგიგე შენსავე არხზე” – ოთო ნემსაძის პასუხი ნიკა გვარამიას



მომღერალი ოთო ნემსაძე, რომელიც “ევროვიზიაზე” საქართველოს წარადგენდა, კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.
ევროვიზიაზე მის გამოსვლას სოციალურ ქსელში ბევრი უარყოფითი და, ასევე, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის არის “რუსთავი2-ის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელმაც მომღერალს “რესტორნის მომღერლობა ურჩია”, რასაც ოთო ნემსაძე პასუხობს:
“არის რაღაცები, რასაც ვერ გაატარებ.
დიახ, მე დღესაც რესტორანში ვმღერი და საერთოდ არ მივიჩნევ, რომ ეს სირცხვილია.
ძალიან ბევრი მაგარი მუსიკოსი ვიცი მე რესტორანში და, აი, ესეთი ადამიანები ღუპავენ დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას
პროექტების ხარისხებს მიხედე, “ჯიგარო”.
ისე, 2 დიდი მეგაპროექტი მოგიგე შენსავე არხზე. ჩამორეკე ახლა გადაცემებთან
პ.ს. ნუ მბლოკავ, მაინც არ გაგცემ პასუხს შენსავე კედელზე”, – წერს მომღერალი.
შეგახსენებთ, რომ ოთო ნემსაძემ “ევროვიზიაზე” სიმღერა “სულ წინ იარე” შეასრულა. სამწუხაროდ, ის კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.
скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა

ტოპ სიახლეები