<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

ანა მამულაშვილი: „საქართველოში ჩატარებული დასხივების შემდეგ, თავში 25 მეტასტაზი მაქვს!..“




ტელეწამყვანი ანა მამულაშვილი ბოლო წლებია, სიმსივნეს ებრძვის. მის დასახმარებლად მეგობრებმა რამდენჯერმე მიმართეს საზოგადოებას, რადგან ანას ერთხელ მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა გაურთულდა და კიდევ დასჭირდა სამედიცინო ჩარევა. 

ახლაც, როგორც წერს, ისევ ამ ფაზაშია. ამჟამად თურქეთშია, სადაც გამოკვლევები ჩაიტარა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში, ერთ-ერთ კლინიკაში გაცემული დასკვნა რეალობას არ შეესაბამება. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა. 

„უფრო მეტად მოვინდომოთ და უფრო მეტად დავეხმაროთ ერთმანეთს მატერიალურად, რომ ყველამ შეძლოს საზღვარგარეთ კვლევებისა და პროცედურების ჩატარება, გთხოვთ! ჟურნალისტებო, გააკეთეთ გადაცემები იმის შესახებ, რომ ამ სფეროში საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა, უფრო მეტი თოქ-შოუ დაუთმეთ ამ თემას! პ.ს. 7 მეტასტაზით გამომაცილეს საქარველოდან და მანდ ჩატარებული დასხივების შემდეგ, რეალურად თავში 25 მეტასტაზია! სახლში მაქვს თოდუას კლინიკაში, ლაშხის დაწერილი დასკვნა, სადაც მუცლის ღრუ პათოლიგიის გარეშეა, 2 კვირაში თურქეთში გადაღებულ დასკვნაში კი წერია, რომ მუცელში მრავლობითი მეტასტაზია! პ.ს.ს. მადლობა ყველას! 16.05.2019. თურქეთი,სტამბული“ - წერს ტელეწამყვანი. 

პრაიმტაიმი დეტალების გასარკვევად თოდუას კლინიკის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.loading...


скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა