<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

საზღვაო კატასტროფა რომელმაც "ტიტანიკზე" 6.3-ჯერ მეტი ადამიანი შეიწირა



ყველაზე დიდ საზღვაო კატასტროფად ადამიანთა უმრავლესობისთვის „ტიტანიკის“ ჩაძირვა მიიჩნევა, რაც არასწორია. 1945 წელს Wilhelm Gustloff-ის ჩაძირვისას დაღუპულთა რიცხვი „ტიტანიკისას“ 6.3-ჯერ აღემატებოდა.
Wilhelm Gustloff გერმანული გემი იყო. მას აისბერგი არ დაჯახებია, არც წყალქვეშა კლდეებს წამოსდებია. 1945 წლის 30 იანვარს ბალტიის ზღვაში ის საბჭოთა წყალქვეშა ნავიდან გასროლილმა ტორპედომ იმსხვერპლა. მგზავრების უდიდეს ნაწილს, 10 500-დან 9 000-ს ლტოლვილები, ქალები და ბავშვები შეადგენდნენ. მართალია გემზე სამხედროებიც და ნაცისტი დამნაშავეებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ ისინი უკვე აღარ იყვნენ აქტიურ საომარ მდგომარეობაში, შესაბამისად საბჭოთა კავშირის ქმედება კლასიკური გაგებით სამხედრო დანაშაულს წარმოადგენდა, თუმცა ამისთვის პასუხი არავის უგია. ტრაგედიის შედეგად მგზავრების 91%-9600 ადამიანი დაიღუპა, მათგან 5000 ბავშვი იყო.
ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც Wilhelm Gustloff-ის შესახებ ცნობადობა დაბალია მეორე მსოფლიო ომის შედეგები გახდა. ისტორიას რომელსაც გამარჯვებულები წერენ, ხშირად ახლავს ფაქტების დამალვა, დამახინჯება ან გაყალბება. აღნიშნული პრაქტიკა სათავეს ძველი წელთაღრიცხვის დროიდან იღებს, თუმცა მას რუსეთმა XX საუკუნეში ახალი სიმაღლეები შესძინა.скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა

ტოპ სიახლეები