<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

ამ ხილის ჭამის გამო ბოლო 10 დღეში 53 ბავშვზე მეტი გარდაიცვალა - გაფრთხილება მშობლებს




ბოლო 10 დღის განმავლობაში ინდოეთში სულ მცირე 53 ბავშვი გარდაიცვალა, „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ტვინის მძიმე დაავადება ხილში შემავალმა ტოქსიკურმა ნივთიერებამ გამოიწვია.
ბავშვებმა გარდაცვალებამდე ლიჩი ჭამეს, ყველა შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა, რომელიც ლიჩის ბაღებით არის ცნობილი.


პაციენტებს მწვავე ენცეფალიტის სინდრომის სიმპტომები აღენიშნებოდათ, ბავშვების უმეტესობას სისხლში გლუკოზის შემცველობა მოულოდნელად დაუვარდა.
ექიმები მოუწოდებენ მშობლებს, ყურადღება გამოიჩინონ საკვების მიმართ, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს. იმავე სიმპტომებით საავადმყოფოებში 40-ზე მეტი ბავშვია მოთავსებული. სამედიცინო პერსონალი მათ გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს.
ლიჩის გამო ენცეფალიტის შემთხვევები ქვეყანაში 1995 წლიდან ფიქსირდება, უმეტესად - ზაფხულის თვეებში. 2014 წელს ხილმა 150 ადამიანი იმსხვერპლა.,скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა