<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

ბაიერნის ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი კოვაჩის მეთოდებით უკმაყოფილოა - რა ბედი ეწევა მწვრთნელს?

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, შესაძლოა, დაკავებული თანამდებობა უკვე სულ მალე დატოვოს.

გამოცემის ცნობით, გუნდის ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმ როტაციით, რომელსაც მწვრთნელი მიმართავს. მათ შორის - მცველი, ნიკლას სულე, ნახევარმცველი, ლეონ გორეტსკა და თავდამსხმელები - სერჟ გნაბრი და სანდრო ვაგნერი. ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ არასათანადო სათამაშო დრო ეძლევათ.

ასევე, კოვაჩით უკმაყოფილოთა რიცხვში ხამეს როდრიგესიც შედის, რომელმაც "ალიანც არენა" "აიაქსთან" საჩემპიონთალიგო მატჩის დასრულებისთანავე, 11 წუთში დატოვა. ცნობისთვის, იმ შეხვედრაში, კოლუმბიელი ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ბუნდესლიგის ექვსი ტურის შემდეგ, "ბაიერნი" მეორე ადგილს იკავებს და დორტმუნდის "ბორუსიას" ერთი ქულით ჩამორჩება.скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა