10 ქულა ჩაკვეტაძეს! - ქართველი ფეხბურთელები whoscored.com-ისა და Uefa.com-ის შეფასებებში

სპორტულმა ანალიტიკურმა ვებგვერდმა whoscored.com-მა ლატვია-საქართველოს ერთა ლიგის მატჩის ფეხბურთელები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 16 ოქტომბერს სტუმრად ლატვია ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი მოიგო და ორი ტურით ადრე C ლიგისა და პლეი-ოფის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ გამოცემაm ლატვია-საქართველოს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე აღიარა, რომელიც 10 (!) ქულით შეაფასა.

საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" 19 წლის ნახევარმცველმა 1 გოლი გაიტანა, 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, 7 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, კარისკენ 3-ჯერ დაარტყა და პასების სიზუსტე 90 პროცენტიჰქონდა. ჩაკვეტაძე შეხვედრის 88-ე წუთზე შეცვალეს.

ლატვია-საქართველოს მატჩის ფეხბურთელების შეფასება, TOP 5:

  1. გიორგი ჩაკვეტაძე - 10
  2. ნიკა კვეკვესკირი - 7.6
  3. ჯაბა კანკავა - 7.6
  4. ვაკო გვილია - 7.5
  5. დავით ხოჭოლავა - 7.4
ყველაზე მეტი დარტყმა:

  1. ანდრეჟს ციგანიკსი - 4
  2. ვაკო გვილია - 4
  3. დენის რაკესლი - 3
  4. გიორგი მერებაშვილი - 3
  5. გიორგი ჩაკვეტაძე - 3
საუკეთესო დრიბლიორები:

  1. გიორგი ჩაკვეტაძე - 7
  2. არტურს კარასაუსკი - 3
  3. ანდრეჟს ციგანიკსი - 2
  4. ვალერი ყაზაიშვილი - 2
  5. ჯაბა ჯიღაური - 2
whoscored.com-ის შეფასებები:

  • ლორია 7.3 - კაკაბაძე 7.3, ხოჭოლავა 7.4, დვალი 7.3 - მერებაშვილი 6.7, კვეკვესკირი 7.6, კანკავა 7.6, ჩაკვეტაძე - 10 - გვილია 7.5 - ყაზაიშვილი 6.9. სათადარიგოები: აბურჯანია 7.1, ჯიღაური 6.4, ზარანდია 6.0.
საქართველოს ნაკრებმა სულ კარში 17-ჯერ დაარტყა, აქედან 8 კარში წავიდა. ბურთის ფლობა ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ 55 პროცენტი იყო.

პასების სიზუსტეც ჩვენს მხარესაა - 435-545. საქართველოს ნაკრებმა 545 პასიდან 86% (467) ზუსტად შეასრულა.

რაც შეეხება D ლიგის პირველი  ჯგუფის საუკეთესოებს, აქ რაც უნდა გასაკვირი იყოს, პირველ ადგილზე ყაზახი მცველი იური ლოგვინენკოა, რომელსაც საშუალოდ 8.25 ქულა აქვს, მაგრამ მან მხოლოდ ორი მატჩი გამართა.

მეორე ადგილზე კი 8.09 ქულით გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელმაც 4-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულში ერთბაშად 8 ქართველი ფეხბურთელია.

საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. იური ლოგვინენკო (ყაზ) - 8.25
  2. გიორგი ჩაკვეტაძე - 8.09
  3. ჯაბა კანკავა - 7.78
  4. საბა კვირკველია - 7.49
  5. გურამ კაშია - 7.45
  6. ნიკა კვეკვესკირი - 7.42
  7. ვაკო ყაზაიშვილი - 7.4
  8. გიორგი ნავალოვსკი - 7.39
  9. ოთარ კაკაბაძე - 7.36
  10. ბაირზან ისლამხან (ყაზ) - 7.35
საქართველო საშუალო შეფასებით 7.13 ქულით ჯგუფის საუკეთესო ნაკრებია.

გარდა ამისა, whoscored.com-ი კვირის სიმბოლურ ნაკრებს აქვეყნებს, სადაც ერთბაშად 7 ქართველი ფეხბურთელია.

Sportall.Ge

ეს რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, ახლა კი უეფა-ს საიტის მეშვეობით მთელ ერთა ლიგას გადავავლოთ თვალი.

საქართველოს ნაკრები 9 გატანილი გოლით ერთა ლიგაზე მესამე ადგილს შვეიცარიასთან იყოფს. პირველზე, რაც უნდა გასაკვირი იყოს, 10 გოლით ლუქსემბურგია, მეორეზე ასევე 10 გოლით - ესპანეთი.

Sportall.Ge

ზუსტი პასების მიხედვით, ნიკა კვეკვესკირი (274) საუკეთესო ხუთეულში მე-5 ადგილს იკავებს.скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა

ტოპ სიახლეები