12 წუთში გატანილი 5 გოლი და დამაჯერებელი გამარჯვება - დინამო ნახევარფინალშია

საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/4 ფინალში ერთმანეთს ლანჩხუთის "გურია" და "დინამო თბილისი" დაუპირისპირდნენ.

მატჩის პირველ ტაიმში "გურია" ძალიან კარგად თამაშობდა და ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერს რამდენიმე მომენტიც შეუქმნა.

"გურიამ" თამაში მეორე ტაიმის სტარტზეც კარგად დაიწყო, მაგრამ მე-60 წუთიდან გუნდი მოიშალა.

ანგარიში ლევან შენგელიამ გახსნა, რომელსაც ერთ წუთში ივანიშვილმა უპასუხა, 68-ე წუთზე ლაშა თოთაძემ პენალტი გაიტანა.

თავი ბუდუ ზივზივაძემაც გამოიჩინა, რომელმაც "გურიას" 70-ე და 71-ე წუთებზე გაუტანა.

12 წუთიან შუალედში "დინამომ" 5 გოლი გაიტანა და საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა.

რაც შეეხება სხვა 1/4 ფინალურ მატჩებს, "თელავმა" "ვიტ ჯორჯიას" 3:0 მოუგო, "გაგრამ" კი "მეტა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა

ტოპ სიახლეები