<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

ვალვერდე მესის ტრავმაზე და მოახლოებულ ელ კლასიკოზე საუბრობს

"სევილიასთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

მოგეხსენებათ, ამ შეხვედრაში ლეო მესი მოედნიდან ტრავმის გამო გავიდა და ცნობილია, რომ 3 კვირას იუქმებს.

"სამწუხაროა, რომ ასეთ დროს მესი გამოგვაკლდა. კარგა ვიცით, თუ რა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ის ჩვენთვის და მეტოქეებმაც იციან, რას წარმოადგენს მესი მოედანზე.

თუმცა მესის გარეშე ბევრი მატჩი ჩაგვიტარებია და მოგვიგია. რთულია, მაგრამ ამ დროის განმავლობაშიც მის გარეშე მოგვიწევს დადებითი შედეგების დაფიქსირება.

ელ კლასიკო მოახლოვდა, სადაც თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ და რეალს მოვუგოთ. მანამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე გვაქვს სათამაშო.

შესაბამისად, სევილიასთან მოგება ბარსელონასთვის კარგი დასაწყისი იყო და მომდევნო შეხვედრებს კარგ განწყობაზე შევხვდებით", - ამბობს ვალვერდე.скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა

ტოპ სიახლეები