<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

უცნაური კლასიკოს მოლოდინში: არც მესი, არც რონალდუ

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" შეხვედრის წინ ყველა ერთ საკითხს განიხილავდა - კრიშტიანუ რონალდუ თუ ლიონელ მესი? დღეს კი, მორიგი კლასიკოს წინ, ეს კითხვა აღარ ისმის, ვინაიდან პირველად 2007 წლის შემდეგ - "ელ კლასიკო" თანამედროვეობის ორი საუკეთესო მოთამაშის გარეშე ჩაივლის.

დამაინც, ეს ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთში ნომერ პირველი დაპირისპირებაა, რომლის დროსაც როგორც იტყვიან "დედამიწა ჩერდება" და ყველას ერთი რამ აინტერესებს - "რეალი" თუ "ბარსა".

ბარსელონა - რეალი

დასაწყისი: 19:45 საათი
ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, მე-10 ტური
სტადიონი: "კამპ ნოუ", ბარსელონა
მთავარი მსაჯი: ხოსე სანჩეს მარტინესი

კატალონიურმა გრანდმა ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი არც ისე დამაჯერებლად დაიწყო და სანაკრებო შესვენებაზე 4 მატჩიანი მოუგებელი სერიით გავიდა. თუმცა "ბლაუგრანამ" ლა ლიგის წინა ტურში შინ ჩემპიონატის ლიდერი, საკმაოდ სიმაპთიური და მძლავრი გუნდი, "სევილია", მიიღო და 4:2 დაამარცხა.

უცნაური კლასიკოს მოლოდინში: არც მესი, არც რონალდუ

9 ტურის შემდეგ "ბარსელონა" 18 ქულით ლა ლიგას ლიდერობს და "ელ კლასიკოს" კარგ ხასიათზე ხვდება. შუაკვირას ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე მილანის "ინტერი" საკმაოდ დამაჯერებლად (2:0) დაამარცხა და დაამტკიცა, რომ ლეო მესის გარეშეც შეუძლია წარმატების მიღწევა.

მადრიდის "რეალი" კი კატასტროფულ მდგომარეობაშია - "სამეფო კლუბს" ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ 4 თამაში არ მოუგია და ამ პერიოდში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა. ხულენ ლოპეტეგის გუნდი ბოლო ორ ტურში სტუმრად "დეპორტივო ალავესთან" (1:0) და სახლში "ლევანტესთან" (1:2) დამარცხდა.

უცნაური კლასიკოს მოლოდინში: არც მესი, არც რონალდუ

5 მატჩიანი მოუგებელი სერია "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე მაინც შეწყვიტა და საკუთარ კედლებში პლზენის "ვიქტორიას" მოუგო, მაგრამ აქაც არადამაჯერებლად - 2:1. ლოპეტეგის მომავალი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა და დღევანდელი "ელ კლასიკო" ესპანელი სპეციალისტისთვის გადამწყვეტი უნდა გამოდგეს.

"ბარსა" ლეო მესის გარეშე

უცნაური კლასიკოს მოლოდინში: არც მესი, არც რონალდუ

"ელ კლასიკოს" მთავარი ინტრიგა სამწუხაროდ დააკლდება. კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდული გრანდი ამ ზაფხულს დატოვა და "იუვენტუსს" შეუერთდა, ლეო მესი კი "სევილიასთან" წინა ტურში დაიმტვრა და ხელი დაიზიანა, რის გამოც "რეალთან" ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას ტოვებს.

რა თქმა უნდა, არგენტინელი უდიდესი დანაკლისია, მაგრამ "ინტერის" წინააღმდეგ ძალიან კარგად იასპარეზეს რაფინია ალკანტარამ და ლუის სუარესმა. "ბარსას" აგრეთვა ჰყავს ახალგაზრდა ფრანგი გარემარბი, უსმან დემბელე.

მესის არყოფნის გარდა ერნესტო ვალვერდეს დაცვის ცენტრში აქვს პრობლემები. სამუელ უმტიტი და თომას ვერმალენი კვლავ ლაზარეთში იმყოფებიან.

უცნაური კლასიკოს მოლოდინში: არც მესი, არც რონალდუ

"სამეფო კლუბს" კი ერთი ძირითადი ფიგურა აკლია - მარჯვენა მცველი დანი კარვახალი, რომელსაც ბარძაყის ტრავმა აქვს და ნაჩო ფერნანდესი ცვლის.

საბედნიეროდ, მარსელო მომჯობინდა და "კამპ ნოუზე" თამაშს მოახერხებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ტერ შტეგენი; რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური; რაფინია, სუარესი, კოუტინიო.

რეალი: კურტუა; ნაჩო, რამოსი, ვარანი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ბეილი, ბენზემა, ისკო.

ლოპეტეგის უკანასკნელი შანსი?

უცნაური კლასიკოს მოლოდინში: არც მესი, არც რონალდუ

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ხულენ ლოპეტეგის დღეები მადრიდის "რეალში" დათვლილია და "ელ კლასიკო" მისთვის მიცემული უდავოდ უკანასკნელი შანსია. ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, ლოპეტეგის გათავისუფლება უკვე "პლზენთან" თამაშის შემდეგ უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც უკან დაიხია და "ბარსელონასთან" პრინციპულ დუელს ელოდება.

რაც არ უნდა იყოს, "ელ კლასიკო" იმდენად დიდი მნიშვნელობის მატჩია, რომ აქ გამარჯვებამ შესაძლოა ლოპეტეგის მდგომარეობა, გუნდის განწყობა და რითმი რადიკალურად შეცვალოს. სწორედ ამიტომ, ლოპეტეგის შანსი მიეცა და ვნახოთ როგორ გამოიყენებს ესპანელი სპეციალისტი, რომელიც ჯერჯერობით "რეალს" მხოლოდ უფსკრულისკენ მიათრევს.

უჩვეულო "ელ კლასიკო"

უცნაური კლასიკოს მოლოდინში: არც მესი, არც რონალდუ

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ხმაურიანი და დამაინტრიგებელი "ელ კლასიკო" გაიმართება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არც მესი-რონალდუ, არც გენიალური ანდრეს ინიესტა, არც უმაღლესი კლასის მწვრთნელების პრინციპული პაექრობა, როგორიც იყო მაგალითად მოურინიოსა და გვარდიოლას დაპირისპირებები, რასაც ემატება გუნდების არადამაჯერებელი თამაში და "რეალის" სუსტი სათამაშო ფორმა.

ასე, რომ დღევანდელი "ელ კლასიკო" შედარებით უბრალო იქნება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ "რეალისა" და "ბარსელონას" სუპერ-შეხვედრა ინტერესს კარგავს, პირიქით - უაღრესად საინტერესო იქნება პირველი "კლასიკო" 11 წელიწადში 10 წლეულის ორი უძლიერესი ფეხბურთის გარეშე.

ფაქტები და სტატისტიკა

კატალონიის "ბარსელონას" ესპანეთის ლა ლიგაში საკუთარ მოედანზე 41 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ( 33 მოგება, 8 ფრე) აქვს.

მადრიდის "რეალს" ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში 4 მატჩიანი მოუგებელი სერია ბოლოს 2009 წლის მაისში ჰქონდა, როდესაც სეზონის ბოლოს მიჯრით 5 მატჩი წააგო.

ეს ესპანეთის ლა ლიგის ისტორიაში 177-ე "ელ კლასიკო" იქნება. წინ მადრიდელები არიან - 72 გამარჯვება "რეალს" და 70 - "ბარსელონას".

ყველა ტურნირზე ერთად "სამეფო კლუბს" "კამპ ნოუზე" ზედიზედ 4 შეხვედრა არ წაუგია - 2 მოგება და 2 ფრე.

ბოლო 10 "ელ კლასიკოდან" მხოლოდ ორი შეხვედრა დასრულდა მასპინძელი გუნდის გამარჯვებით (2 ფრე და 6 მოგება გასვლაზე).

ესპანეთია ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 5 კლასიკოში ლუის სუარესმა 5 გოლი გაიტანა.

მესისა და რონალდუს შემდეგ მოქმედ მოთამაშეებს შორის "ელ კლასიკოს" საუკეთესო ბომბარდირი კარიმ ბენზემაა - 8 გატანილი ბურთი.

ბოლო "ელ კლასიკო" მესისა და რონალდუს გარეშე

скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა