<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

ლოპეტეგი: "თუ ბარსელონასთან წავაგებთ, არ მოვკვდები"

"ბარსელონასთან" გასამართი მნიშვნელოვანი მატჩის წინ კომენტარს მადრიდის "რეალის" თავკაცი ხულენ ლოპეტეგი აკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ ლოპეტეგის ლა ლიგაში ზედიზედ 4 თამაშია არ მოუგია, ის ელ კლასიკოს წინ მაინც არ ნერვიულობს.

"100%-ით ვცდილობ, რომ ჩემს გუნდს ბარსელონასთან მატჩში მოგებაში დავეხმარო, მაგრამ თუ წავაგეთ, არ მოვკვდები.

ჯერ მხოლოდ ოქტომბერია. მთელი სეზონი წინაა და რეალი თავის სიტყვას ამ სეზონშივე იტყვის. ყველაფერი უნდა შეიცვალოს.

რეალის ფეხბურთელებს ჩემი სჯერათ და რაც ყველაზე მთავარია, მეც მჯერა მათი. კარგად და აქტიურად ვმუშაობთ, რათა შედეგები გამოვასწოროთ.

გააზრებული გვაქვს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბარსელონასთან მატჩი ჩვენთვის და აქტიურად ვემზადებით", - აცხადებს ლოპეტეგი.скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა