<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

ფილიპ ლამი: "ბარსელონას" ჩემი დამატება სურდა

მიუნხენის "ბაიერნისა" და მსოფლიო ფეხბურთის გერმანელი ლეგენდა, ფილიპ ლამი, რომელსაც, პეპ გვარდიოლას თქმით, თამაში საუკეთესოდ ესმოდა, აღიარებს, რომ ფორმის პიკში მისი შეძენა "ბარსელონას" სურდა.

"კლუბს, რომელშიც ჩემპიონთა ლიგის მოგება მაშინ უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე "ბაიერნში" - განაცხადა ფეხბურთელმა, რომელიც ისტორიაში არამხოლოდ თავისი თამაშის ხარისხით, არამედ კლუბისადმი პატივისცემით და ერთგულებით შევიდა. "რეკორდმაისტერის" აღზრდილმა ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერის 15 წელი (2002-2017) მშობლიურ გუნდს მიუძღვნა და მისი "ბავარიასთან" კავშირი მხოლოდ მისი მოგებული ტიტულებით არ შემოიფარგლება.
"ბარსელონა" მაშინ შესანიშნავი გუნდი იყო, რომლის შემადგენლობაშიც ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო მარტივი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთის თამაში იმ ხალხთან ერთად მინდოდა, ვისაც ამდენი წლის განმავლობაში ვიცნობდი" - ციტირებს ლამის სიტყვებს გერმანული Bild.скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა