<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

ისკო: "თუ თქვენ ლოპეტეგის დაითხოვთ, მაშინ ჩვენ ყველანი უნდა დაგვითხოვოთ"

მადრიდის „რეალში“ რთული ვითარებაა. გუნდს ლა ლიგაში ზედიზედ 4 მოუგებელი შეხვედრა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე დაქვეითდა.
ესპანური პრესა აქტიურად წერს, რომ ლოპეტეგის უახლოეს დღეებში დაითხოვენ და ეს სავარაუდოდ „ელ კლასიკოს“ შემდეგ მოხდება.
„ლევანტესთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხების შემდეგ ისკომ პრესასთან ისაუბრა და ლოპეტეგი დაიცვა.
ესპანელმა ფეხბურთელმა საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა და შეიძლება ითქვას ფლორენტინო პერესს დაუპირისპირდა.

მე არ მჯერა, თითქოს პრესას აქვს იმის ძალაუფლება, რომ ლოპეტეგი თანამდებობიდან მოხსნას.
დაპირისპირება გასახდელში - თქვენ ეს გსურთ, თუმცა ის არ არსებობს. ჩვენ გვჯერა იმ პერსონალის, რომელიც გუნდშია და რასაც მათ მიაღწიეს.
ბოსს მთელი ჩვენი ნდობა აქვს. მისი განთავისუფლება ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა. თქვენ მას მუშაობის საშუალება უნდა მისცეთ.
თუ თქვენ ლოპეტეგის დაითხოვთ, მაშინ ჩვენ ყველანი უნდა დაგვითხოვოთ, რადგან რაც მოედანზე ხდება ეს ყველას ეხება და არამარტო მწვრთნელს.
ისტორიულად ასეა, ის ხალხი ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს, მალე უკან კუდამოძუებული ბრუნდება, რადგან ჩვენ ჩემპიონთა ლიგას ვიგებთ“.

პრესა წერს, რომ ლოპეტეგის „რეალის“ თავკაცის პოსტზე მაქსიმუმ 2 მატჩი დარჩა - ჩემპიონთა ლიგაზე შინ „პლზენთან“ და ლა ლიგაში სტუმრად „ბარსასთან“.
მადრიდელთა ბანაკში სრული ქაოსია და ისიც ითქვა, რომ არის ალბათობა მწვრთნელი „ელ კლასიკომდეც“ შეიცვალოს.
ხულენ ლოპეტეგის დათხოვნას მხოლოდ ორივე შეხვედრის მოგება თუ გადადებს. როგორც მოგეხსენებათ, „ბარას“ მესი არ ეყოლება და ეს „რეალისთვის“ დიდი პლუსია.скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა

ტოპ სიახლეები