<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

ვერატი: "ტუხელმა სახეზე ღიმილი დაგვიბრუნა"

"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველის, მარკო ვერატის აზრით, გუნდის სათავეში თომას ტუხელის მოსვლის შემდეგ, ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. 

"ჩვენი მწვრთნელი ფეხბურთენელთან ახლო ურთიერთობას ამყარებს და ეს ძალიან მოგვწონს. ის პირდაპირი ადამიანია და მუდამ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, პირდაპირ საჭირო ადამიანს მიმართავს.

ზოგჯერ, შესაძლოა, მან უსიამოვნო რაღაცაც თქვას. მაგრამ, ის გვესაუბრება და ჩვენ ასე თუ ისე ვხვდებით, რას ითხოვენ ჩვენგან. მწვრთნელთან ასეთი ურთიერთობის შემხედვარე, ფეხბურთელებს შორის დამოკიდებულებაც გაუმჯობესდა, ახლა უკეთესი ატმოსფეროა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვარჯიშებს უფრო ნაკლები მნიშვნელობით ვუდგებით, პირიქით, ბოლომდე ვიხარჯებით." - აღნიშნა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა თომას ტუხელმა ამ თანამდებობაზე უნაი ემერი შეცვალა.скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა