<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

კლოპის მატჩის წინა პრესკონფერენცია

ხვალ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ მატჩს გამართავს. მერსისაიდელთა მეტოქე "ნაპოლი" იქნება.

დღეს იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა გუნდის საკადრო პრობლემზე ისაუბრა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

7 მატჩი 23 დღის განმავლობაში...
თამაშის ხარისხის კუთხით, ყველაფერი ნამდვილად კარგად არის, თითქმის იმავეს თქმა შეიძლება შედეგზეც. ცხადია, "ჩელსისთან" ორივე შეხვედრა რთული უნდა ყოფილიყო, თუმცა მეორე მატჩში ნათლად გამოჩნდა თუ როგორ არ გაგვიმართლა პირველ შეხვედაში. პერფორმანსი უფრო და უფრო უკეთესი ხდება. წინ კიდევ 2 რთული მატჩი გველის, შემდეგ კი სანაკრებო შესვენებაა და ბიჭებს საქმე კვლავ ექნებათ - თუ არ ვცდები, ჰოლანდიის მეტოქე გერმანია და ბელგია იქნება... ეს კი "სიტის" და "ჩელსის" წინააღმდეგ თამაშს ჰგავს. ასეთია ცხოვრება.

რას ელის კლოპის "ნაპოლისგან"...კარგ ფორმაში მყოფი კარგი გუნდია. მათ ცუდად არც "იუვენტუსთან" უთამაშიათ და ახლა ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებენ. შაბათს ჩვენ მაურიციო სარის ამჟამინდელ გუნდს ვეთამაშეთ, ახლა კი მის ყოფილ გუნდს დავუპირისპირდებით - ეს საინტერესო იქნება. ცხადია, ახლა "ნაპოლი" სხვა გუნდია - მათ შეცვალეს სტილი, დაკარგეს ჟორჟინიო, თუმცა, წინ კვლავ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ.

მისი ბოლო ვიზიტი "სტადიო სან პაოლო"-ზე - მოგონებები და ატმოსფერო...
გულახდილად რომ ვთქვა, ეს არ იყო ჩემი საუკეთესო მატჩი. აქ ატმოსფერო ძალიან კარგია, ისე კი მაშინ სათადარიგოთა სკამიდან თამაშს მხოლოდ 1 ტაიმი ვუყურე. დიახ, იმ დღეს წითელი ბარათი მიჩვენეს. მანამდე კი ატმოსფერო ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.


პრე-სეზონზე დამარცხებული "ნაპოლი" და იმ მატჩის გავლენა...5:0-ის მიუხედავად, მეტოქე კარგად გამოიყურებოდა, ჩვენ კი 1-2 ეპიზოდში ძალიან გაგვიმართლა. ცხადია, "ნაპოლის" ყველა ფეხბურთელს იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ახლა იმ მატჩზე არც კი ვფიქრობთ. ვნახეთ სხვა მატჩები, გავაკეთოთ ანალიზი და გამოვიტანეთ დასკვნები, თუმცა პრე-სეზონზე არ გვიფიქრია.

შესაძლო როტაცია...
ჩვენ მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ. ყოველთვის ასეა. დიახ, შესაძლოა იყოს 1, 2 ან მეტი ცვლილებაც კი, თუმცა ეს მხოლოდ ხვალინდელ დაპირისპირებას ეხება. არ შეგვიძლია ვთქვათ : "კარგი, ეს ჩემპ. ლიგაა და მოდი "ნაპოლისთან" 6 ცვლილება განვახორციელოთ" და ასევე მოვიქცეთ "მან. სიტისთან" მატჩში. ახლა მხოლოდ "ნაპოლისთან" დაპირისპირებაზე ვფიქრობთ, შემდეგ კი ვნახოთ ვინ დაგვეხმარება კვირას გასამართ შეხვედრაში.скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა