<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

მილანი ევროპის პრესტიჟულ ექვსეულში შევიდა

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, "მილანი" "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ 70-ე წუთისთვის, ჯენარო გატოზის გუნდი მარცხდებოდა, გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა.

ეს მოგება "როსონერისთვის" ისტორიული აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ "მილანი" ევროპის მეექვსე კლუბი გახდა, რომელმაც ევროასპარეზზე 200 ან მეტი გამარჯვება მოიპოვა. 

აქამდე, ამ პრესტიჟულ ზღვარს შემდეგმა კლუბებმა მიაღწიეს - "რეალი" (308 გამარჯვება), "ბარსელონა" (308 გამარჯვება), "ბაიერნი" (257 გამარჯვება), "იუვენტუსი" (254), "ლივერპული" (208) და ახლა უკვე "მილანიც" (200).скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა