<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

"მილანის" მწვრთნელად გატუზოს ნაცვლად შეიძლება კონტე დანიშნონ

არაა გამორიცხული "მილანი" ანტონიო კონტეს ჩააბარონ.

"გაზეტა დელო სპორტის" მტკიცებით, როსონერის ხელმძღვანელობას სურს გუნდს სათავეში კონტე ჩაუდგეს.

თავად ანტონიოც არაა ამის წინააღმდეგი, მაგრამ ახლა "ჩელსისთან" სასამართლო პროცესითაა დაკავებული - კონტრაქტის გაწყვეტისათვის კომპენსაციას ითხოვს.

მას ხელშეკრულების ცალმხრივად დარღვევისათვის 9 მილიონი ფუნტი ეკუთვნის და თუ "მილანი" ჩაიბარა, ამ თანხას ვერ აიღებს. 

"მილანმა" ჩემპიონატის სტარტზე ხუთიდან მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და გატუზოს გადაყენებას უპირებენ.
скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა