<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

ჰუსეინ ბოლტის აგენტი მინიშნებას "მილანზე" აკეთებს?!

ლეგენდარული მორბენალი უსეინ ბოლტი შესაძლოა "მილანის" ფეხბურთელი გახდეს. როგორც ბრიტანულ "Daily Telegraph"-ს იამაიკელის აგენტმა ტონი რელისმა განუცხადა, ბოლტს კონკრეტული გუნდისგან აქვს წინადადება.

მართალია, რელისს უშუალოდ კლუბის სახელი არ გაუჟღერებია, მაგრამ რამდენიმე მინიშნება გააკეთა და ყოველივე ამის გათვალისწინებით, მედია ვარაუდობს, რომ ეს გუნდი "მილანია".

რელისის განცხადებით, უსეინს 2-წლიან კონტრაქტს (დამატებით ერთი წლის გახანგრძლივების პერსპექტივით) სამხრეთ ევოპის ერთ-ერთი გუნდი სთავაზობს. ბოლტის აგენტმა დაამატა, რომ ამ კლუბს ახლახანს შეეცვალა მფლობელები, მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ისახავს და გასულ სეზონში ქვეყნის თასის ფინალში ითამაშა.

იტალიური მედია კი იტყობინება, რომ არაა გამორციხული ტრანსფერში კომპანია "Puma" ჩაერთოს, რომელიც "როსონერის" ტექნიკური სპონსორია და ამ კომპანიის სახე ბოლტია. საინტერესოა, რომ თუ ტრანსფერი შედგა, ეს იქნება მარკეტინგული თვალსაზრისით უპრეცედენტო შემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ექს-მორბენალმა ბოლო დროს ფეხბურთში მოსინჯა ძალები. თავდაპირველად "დორტმუნდში" ვარჯიშობდა, ხოლო ამჟამად ავსტრალიური "მარინერსის" ღირსებას იცავს და რამდენიმე დღის წინ პროფესიონალურ ფეხბურთში პირველი გოლებიც მიითვალა.скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა