<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

იბრაჰიმოვიჩის "მილანში" ტრანსფერი? - აგენტმა ყველაფერს ფარდა ახადა

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანთან" მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 37 წლის შვედი "როსონერიში" დაბრუნებასთან ახლოს იყო.

"მილანთან" იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებები არ გაგვიმართავს. სხვა კლუბების წარმომადგენლებს ბევრჯერ შევხვდით, მაგრამ არა ლეონარდოს ან ვინმეს "როსონერიდან", - ციტირებს ფორვარდის აგენტის, მინო რაიოლას სიტყვებს "Oraicon.it". 

შეგახსენებთ, წინა ინტერვიუში ზლატანის აგენტმა "მილანში" შესაძლო გადასვლა არ გამორიცხა, თუმცა, როგორც ჩანს, ლომბარდიელებისგან რაიმე შეთავაზება ჯერ არ მიუღია.

იბრა "მილანში" 2010 წლიდან 2012 წლამდე ირიცხებოდა. "როსონერისთან" ერთად იგი იტალიის ჩემპიონი გახდა და სუპერთასი მოიგო.скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა