<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

იბრაჰიმოვიჩი: "მილანი? მე მთელ მსოფლიოს ვუნდივარ"

"ლოს ანჯელეს გალაქსის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, მილანში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

"ჩემს გარშემო მუდამ უამრავი ჭორი ტრიალებს. მე მთელ მსოფლიოს ვუნდივარ, ასე რომ ეს ნორმალურია." - ციტირებს შვედი ფეხბურთელის სიტყვებს TMZ.

შეგახსენებთ, რომ შვედი ფორვარდის შესაძლო დაბრუნებაზე "მილანის" დირექტორმა, ლეონარდომაც ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამჟამად, ტრანსფერი შეუძლებელია.

MLS-ის მიმდინარე გათამაშებაში იბრაჰიმოვიჩმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლის გატანა მოახერხა.скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა