<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

4 კანდიდატი, რომლებსაც პრესაში "მილანის" მწვრთნელის პოსტს უკავშირებენ

"მილანში" ცვლილებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა გუნდი ვერაფრით დალაგდა და ეს პირველ რიგში არა შემადგენლობის არქონის, არამედ შესაბამისი მწვრთნელის ვერმოძებნის ბრალია.

უკვე დიდი ხანია სუაბრობენ, რომ ჯენარო გატუზოს კლუბის ბოსები მალე დაითხოვენ, თუმცა ამას წინა სეზონის ბოლოსაც ამბობდნენ, მაგრამ რინო დღემდე "როსონერის" თავკაცია.

ამჯერად სიტუაცია სხვაგვარად არის. ხვალ "დერბი დე ლა მადონინა" გველის და თუ იტალიურ-ბრიტანულ გამოცემებს დავეყრდნობით, გატუზოსთვის ეს ბოლო შანსია.

დიდია იმის ალბათობა, რომ ამ მატჩის წაგების შემთხვევაში რინო დაითხოვონ. ევროპული პრესა კი 4 კანდიდატს ასახელებს, რომელთა მიწვევასაც "მილანის" ხელმძღვანელები გეგმავენ.
4 კანდიდატი, რომლებსაც პრესაში "მილანის" მწვრთნელის პოსტს უკავშირებენ

ყველაზე აქტიურად ანტონიო კონტეს კანდიდატურაზე იწერებოდა. 

იტალიელი სპეციალისტი "ჩელსიდან" დათხოვნის შემდეგ "მილანს" რამდენჯერმე დაუკავშირეს და თითქოს წლევანდელი სეზონი "როსონერის" მისი ხელმძღვანელობით უნდა დაეწყო. კონტეს ვარიანტი ამჯერადაც აქტუალურია.
4 კანდიდატი, რომლებსაც პრესაში "მილანის" მწვრთნელის პოსტს უკავშირებენ

სასურველ სიაში კიდევ ერთი ტოპ სახელი გამოჩნდა და ის ზინედინ ზიდანი გახლავთ... ზიზუს მომავალს "მანჩესტერ იუნაიტედთან" აკავშირებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში აქტიურობა შეწყდა და როგორც ჩანს მოურინიო სეზონის ბოლომდე პოსტს არ დატოვებს.

ზიდანმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ სამწვრთნელო საქმიანობას მალე დაუბრუნდებოდა, თუმცა გუნდისა და ქვეყნის სახელი არ დაასახელა. "იუვეს" ფაქტორი ფრანგის კანდიდატს გამორიცხავს, თუმცა მედიაში ამბობენ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
4 კანდიდატი, რომლებსაც პრესაში "მილანის" მწვრთნელის პოსტს უკავშირებენ

რაც შეეხება მესამე კანდიდატს ეს არსენ ვენგერია. ზიდანის მსგავსად თავის მომავალზე მანაც ისაუბრა და დაბრუნება დაანონსა. 

ვენგერი რამდენჯერმე დაუკავშირეს "ბარსელონასა" და "ბაიერნს", ამჯერად კი მისი სახელი "მილანის" სიაშიც აღმოჩნდა.
4 კანდიდატი, რომლებსაც პრესაში "მილანის" მწვრთნელის პოსტს უკავშირებენ

კიდევ ერთი კანდიდატი ლეონარდო ჟარდიმია, რომელიც "მონაკოდან" ახლახანს დაითხოვეს. ჟარდიმის მუშაობის სტილი "როსონერის" ყველაზე მეტად ერგება, თუმცა ეს ფაქტი მას ფავორიტად არ აქცევს.

არჩევანს "მილანი" გააკეთებს და ეს მხოლოდ მათზე არ იქნება დამოკიდებული. თანხმობა მწვრთნელმაც უნდა განაცხადოს, რომელიც დიდი ალბათობით ტრანსფერებს მოითხოვს.

"როსონერის" დღევანდელი შემადგენლობა რბილად, რომ ვთქვათ საშუალო დონის არის, რაც სერია ა-ს ოთხეულში მოსახვედრა საკმარისი არ გახლავთ.

წყარო:ACMILAN.GEскачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა