<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

იკარდი: "ვერ ვიჯერებდი, რომ "მილანს"...

მილანის "ინტერის" არგენტინელმა შემტევმა მაურო იკარდიმ დერბი "დელა მადონინას" დასრულების შემდეგ, სადაც მან 93-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, იტალიურ პრესასთან კომენტარი გააკეთა.

"მთელი კვირის განმავლობაში, დერბის მოგებისთვის ვემზადებოდით. 90 წუთის განმავლობში შექმნილი მომენტების გათვალისწინებით, გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით."

"93-ე წუთზე გამარჯვება საოცარია. ვიცით, ჩვენი გუნდის პოტენციალი და ნებისმიერთან ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია".

"ვერ ვიჯერებდი, რომ "მილანს" ბოლო წამებზე გოლი გავუტანე. ეს აქამდეც გამკეთებია, თუმცა დერბიში გამარჯვების გოლი, თან ბოლო წამებზე, საოცარი შეგძნებაა"
, - განაცხადა არგენტინელმა.
скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა

ტოპ სიახლეები