<ალბათ ლიკუნდერი>
<ფულსქრინ> <ბრენდირება>

მარსელოს მოთხოვნა რეალს: "იანვარშივე გამიშვით იუვენტუსში!"

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Tuttosport, იტყობინება, რომ მადრიდის "რეალის" ვიცე-კაპიტანმა, მარსელომ, გუნდს კატეგორიული მოთხოვნით მიმართა.

მას შემდეგ, რაც ტურინის "იუვენტუსში" კრიშტიანუ რონალდუ გადავიდა, პრესაში არ წყდება საუბარი იმის თაობაზე, რომ "ბებერ ქალბატონს" მარსელოს შეძენაც სურს და თავად ფეხბურთელიც, ტრანსფერს მიესალმება.

თუმცა, გასულ ზაფხულს ყველაფერი ჭორის დონეზე დარჩა და მარსელომ "რეალში" ასპარეზობა გააგრძელა. ახლა კი, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოვებასთან ერთად - საუბარი განახლდა.

კერძოდ, Tuttosport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა "რეალის" ხელმძღვანელობას კონკრეტული მოთხოვნით მიმართა - "იანვარშივე გამიშვით "იუვენტუსში" - ასეთია ფეხბურთელის სურვილი და სავარაუდოდ, ზამთრის ტრანსფერზე უარს არც "იუვენტუსი" იტყვის, რომელსაც, მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მოგება აქვს მიზნად დასახული.

რაც შეეხება მარსელოს პოტენციურ შემცვლელს - პრესაში ყველაზე ხშირად "ჩელსის" განაპირა მცველის, მარკოს ალონსოს სახელი ისმის, რომელიც "სამეფო კლუბის" სკოლის აღზრდილია და პირველ გუნდში ერთი მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

აღსანიშნავია, რომ იტალიური Tuttosport-ი იყო პირველი, რომელმაც "იუვენტუსის" რონალდუსადმი ინტერესის თაობაზე დაწერა და, როგორ დასრულდა ეს ტრანსფერი, ყველასთვის კარგად არის ცნობილი.скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა