გატუზო: "არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი"

"მილანის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო სერია ა-ში "ჯენოასთან" გამართული შეხვედრის მოგებისა (2:1) და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნების შემდეგ, აპენინურ მედიას გაესაუბრა.

"პირველი გოლის გატანის შემდეგ "მილანი" კარგად არ გამოიყურებოდა. ჩვენ კონტრშეტევებზე ბევრ შეცდომას ვუშვებდით და ბურთთან ერთად წინსვლას ვერ ვახერხებდით. "ჯენოა" ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალაა და ეს მოედანზეც დაგვიმტკიცეს".

"თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ორი მატჩისთვის რთულ მდგომარეობაში ვემზადებოდით და ბევრი მოთამაშე დავკარგეთ, ნამდვილად კარგად ვითამაშეთ. ეს წინგადადგმული ნაბიჯია, ახლა კი ამ ნაბიჯების მომატება გვჭირდება. თავს მშვიდად არ ვგრძნობ, რადგან ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია". 

"კრიტიკა? არ მაინტერესებს, ორიენტირებული მხოლოდ ჩემი გუნდის სწორად ვარჯიშზე ვარ. მე არც პირველი და არც უკანასკნელი მწვრთნელი ვარ, რომელსაც შავ ხაზზე გავლა უწევს. ასეთი რამ ლეგენდარულ მწვრთნელებსაც მოსვლიათ და მე არავის ვედრები, მხოლოდ ჩემს საქმეზე ვფიქრობ"
, - ამბობს გატუზო.

10 ტურის შემდეგ "როსონერი" 18 ქულას ფლობს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას გატუზოს გუნდი 4 ნოემბერს, "უდინეზეს" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.
скачать dle 12.0
Загрузка...

რეკლამა